გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვირტუალურ ლაბორატორიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
25-10-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლას ორგანიზაცია - „ქალები ქალებისთვის“ წარმომადგენლებ​ი ესტუმრნენ. 

სტუმრებმა სკოლაში ვირტუალური ლაბორატორია მოინახულეს. ორგანიზაციამ, წელს, მის მიერ დაწესებული ყოველწლიური გრანტი - 5000 ლარი, გუთურის საჯარო სკოლას, კონკრეტულად, პროექტ „რეაგენტის“ მონაწილეებს გადასცა და სკოლის ვირტუალური ლაბორატორიის შექმნაში შეიტანა წვლილი. 

ვირტუალური ლაბორატორია მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში ეხმარება და მათთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203