გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა 
24-10-2022

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეები პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203