ტახტისძირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
24-10-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გარემოში დაიწყეს.

კლასში ამ განსაკუთრებულ დღეს ამაღლებული განწყობა სუფევდა, რადგან ბავშვები ქართულ ანბანს პირველად ეზიარნენ. პირველკლასელებმა ანბანს ლექსები მიუძღვნეს, რომელიც მხატვრულად წაიკითხეს.

ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ნონა მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს, რომელთაც მასწავლებელმა ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.

პედაგოგმა, მოსწავლეებს ქართული ანბანის შესახებ ცნობები მიაწოდა და ბავშვები სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ქართული ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203