სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
12-04-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართაშეხვედრის ორგანიზატორი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. შეხვედრას ყველა ფაკულტეტის სტუდენტი ესწრებოდა.

ახალგაზრდებმა რექტორს დაუსვეს კითხვები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ბიბლიოთეკის, სახელმძღვანელოების და სხვადასხვა პროექტის შესახებ.

ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, უკვე ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და სტუდენტებს დაპირდა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ბევრი პრობლემა იქნება აღმოფხვრილი და მოგვარებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203