თბილისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს
24-10-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა თამუნა ხიზანიშვილმამოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. პირველკლასელებმა, პედაგოგთან ერთად, თექის ქსოვილისგან ხელნაკეთი დედაენა დაამზადეს.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„ყოველი ახალი ასოს შემობრძანება წიგნში ახალი ფურცლის შექმნაა. ფურცლის შექმნა კი ფანტაზიის გამომზეურებაა. წარმატებები ვუსურვოთ პატარებს და მათ თამუნა მასწავლებელს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს