თბილისის N26 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები თბილისის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ
24-10-2022
თბილისის N26 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გასვლითი აქტივობა გაიმართა. 

მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან თამარ აფციაურთან ერთად, თბილისის ისტორიის მუზეუმს - ქარვასლას ეწვივნენ. 

მათ მუზეუმის ფონდში დაცული თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები - მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ქართველ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრები დაათვალიერეს.

გარდა ამისა, მუზეუმში დროებით გამოფენილ ამაზონის ტრადიციული კულტურის ამსახველ ფოტოებსა და კოლექციებს გაეცნენ.

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203