ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ
24-10-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ.
ისინი სახალხო დღესასწაულ „ჩხოროწყუობა 2022-ის“ მიმდინარეობაში ჩაერთნენ.
მათ ღონისძებაზე თავიანთი კუთხე მოაწყვეს, სადაც სხვადასხვა სახის ნივთები, ნობათი გამოფინეს, მეგრულ-აჭარული შემოდგომა წარმოაჩინეს და სკოლა ღირსეულად წარადგინეს.
სკოლის წარმომადგენლებმა სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაღეს.