გორის N4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
24-10-2022
გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. 

მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სასკოლო ჩემპიონატი უკვე მეორე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი სკოლის მოსწავლეებში და წელსაც ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სასკოლო ტურში გამარჯვებული გუნდები, „ტვინების ბრძოლის" რეგიონალურ ჩემპიონატზე განაგრძობენ ასპარეზობას. წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203