​სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
24-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწიეს.

X კლასის მოსწავლე ვარდუჰი ანანიკიანმა ინტელექტ-ჩემპიონატში „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. დისტანციურ კონკურსში ვარდუჰიმ ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რაც სკოლისთვის საამაყოა.

ამავდროულად ორი მოსწავლე - ირა ჩახოიანი და ტიგრანუჰი ხაჩატრიანი ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ. ირა ჩახოიანი რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო ტიგრანუჰი ხაჩატრიანი -  მე-7 ადგილს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 21 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203