გორას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა გუგული ვერძაძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„გზად ია ვარდი დაფინეთ ანბანი მობრძანდებაოო"...
მადლობა პედაგოგს გუგული ვერძაძეს საინტერესო გაკვეთილისთვის. მადლობა პატარებს აქტიურობისათვის, წარმატებებს გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: