თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს შთამბეჭდავი აქტივობებით სწავლობენ
თბილისის N208 საჯარო სკოლის მე-2 კლასში, ჭადრაკის მასწავლებელის ნუნუ მელიქიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებმა ჭადრაკის უჯრები გამოჭრეს, შემდეგ უჯრებით ჭადრაკის დაფა ააწყვეს, მასზე უჯრის მისამართები მონიშეს და სწორედ ასე შეაბიჯეს ჭადრაკის სამყაროში.
აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მათ ჭადრაკის მიმართ ინტერესი გაუღრმავდათ და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
მათ სკოლაში წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენს პატარებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: