„ჯადოსნური ყუთი“ - ჭიათურის N4 სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, ნანა ბურძენიძემ შთამბეჭდავი აქტივობა შესთავაზა
24-10-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ატარებენ. 

პედაგოგმა ნანა ბურძენიძემ კლასში ჯადოსნური ყუთი განათავსა, რომელშიც მოსწავლეები კლასში საუკეთესოს დაინახავდნენ. ისინი რიგრიგობით მივიდნენ ყუთთან და შიგნით ჩაიხედეს. ნანახმა თითოეული მათგანის აღფრთოვენება გამოიწვია, რადგან იქ სარკე იყო, რომელშიც ბავშვები თავიანთ თავს ხედავდნენ. 

მოსწავლეები აქტივობამ ძალიან გაახალისა და მეტი მოტივაცია შესძინა.

„ჯადოსნური ყუთი და ჩემი პატარები, როცა ყუთში ჩვენი კლასის საუკეთესო მოსწავლეს ხედავდნენ. მართლა ბევრი ვიხალისეთ“,- წერს პედაგოგი ნანა ბურძენიძე. 

იხილეთ ვიდეო:

 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203