ვანთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ტური 
24-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გასვლით აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

ისინი, მასწავლებელთან ერთად, სოფლის მიდამოებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში იმყოფებოდნენ. ტაძარი შუასაუკუნეებით თარიღდება. 

მეშვიდეკლასელბმა გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს დაუზიარეს. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მასწავლებელმა აუხსნათ ამ ტაძრის ისტორია, რამაც ძალიან დააინტერესა მოსწავლეები. მოწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით, გაცვალეს მოძიებული და ოჯახის წევრებისგან გაგებული ინფორმაცია ამ ტაძრის შესახებ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203