გაიცანით, აქტიური მკითხველები დიდი ჭყონის N1 სკოლიდან - მე-4-მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ ნაწარმოებებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
მათ სკოლის „კლასგარეშე ლიტერატურის მკითხველთა კლუბის“ ფარგლებში, ნაწარმოებები დიდი მონდომებით მიმოიხილეს.
პრეზენტაციას დირექტორი დავით ნაჭყებია, დირექტორის მოადგილე - ნინო სურმავა, ბიბლიოთეკარი - მაია გოგია, მასწავლებლები - ნატო ნანავა და ნანული წულაია ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ და სიღრმისეულად ისაუბრეს, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პრეზენტაცია შემდეგმა მოსწავლეებმა გამართეს:
თაკო ფონიავა - „ატუსა და მატუსა“, ავტორი ლელა ცუცქირიძე;
თამარ კუკანია - „ლომი და ჯარისკაცი“;
ნუგზარ ბეჭვაია - „დიდედას სახელობის გზა“, ავტორი ანა კატარინე ვესტერი;
მარიამ ქობალია - „უფლისწული და მათხოვარი“, ავტორი მარკ ტვენი;
ნასტია კვაშილავა - „პეპი გრძელი წინდა“, ავტორი ასტრიდ ლინგერი;
ლიზი გაბეშია - „ანდაზები და არაკები“, ავტორი ირმა მალაციზე;
საბა მარკოზია - „ზოოპარკის ბინადართა თავგადასავალი“ და „შერლოკ ჰომსის დაბრუნება“, ავტორი არტურ კონანდოელი;
ნინო აშორტია - „25 კილოგრამი იმედი“, ავტორი ანა გალდი ;
მარიამ ბასილაია - „იავნანამ რა ჰქნა“, ავტორი იაკობ გოგებაშვილი და „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, ავტორი ნოდარ დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: