ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ესტუმრნენ
24-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ. 

საკლასო პროექტი -„თეატრალური ქუთაისი“, სასკოლო პროექტ - „განათლება მდგრადი მომავლისთვის“ ეგიდით მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში იმყოფებოდნენ მოსწავლეები თეატრში. 

პროექტის ხელმძღვანელობენ უცხო ენებისა და ესთეტიკის კათედრის პედაგოგები - ია ჭყონია და მეგი ჭანტურია. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ დიდი სიამოვნებით მოისმინეს.

„ეს იყო ამაღელვებელი, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მოესმინათ საოცარი ჰანგები ოპერიდან და მოხიბლულიყვნენ მსახიობთა მაღალპროფესიონალური საშემსრულებლო ხელოვნებით.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალ საინტერესო აქტივობაში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი დემოკრატიული კულტურის, ესთეტიური აღზრდის და ცნობადობის ამაღლებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203