ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კლუბმა მუშაობა განაახლა
24-10-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ფრანგულ ენაზე სასაუბრო კლუბმა სამუშაო შეხვედრები განაახლა.

კლუბში  მე-7, მე-8 და მე-9 კლასის ოცამდე მოსწავლეა გაწევრიანებული, რომლის მიზანია მსურველ მოსწავლეებს ფრანგული ენის უკეთ დაუფლებაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დაეხმაროს.

აღნიშნული კლუბი გასული წლის 4 დეკემბერს ჩამოყალიბდა და სასკოლო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოწვია.

აღსანიშნავია, რომ კლუბის მეცადინეობები ყოველ პარასკევს იმართება, მისი ხანგრძლივობა 1 საათია და დასწრება ყველა მსურველს თავისუფლად შეუძლია.

პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.

ფრანგული ენის კლუბი მსურველებს კვლავ ელის და მის საინტერესო თუ სახალისო აქტივობებით შესწავლას ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203