ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-10-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, VIბ კლასის მოსწავლეებმა დავალება საქართველოს კუთხის - კახეთის შესახებ მოამზადეს.
დავალება რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. ესენი იყო: მასალების მოძიება და ვიდეორგოლების შექმნა კახეთის კულტურულ ძეგლებზე, კახური ღვინის სარეკლამო ფლაერების დამზადება, ფერეიდნელი თანატოლისთვის წერილის „გაგზავნა".
ბოლოს, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპიზოდი, რომელიც განასახიერებდა კახეთის სახელოვანი დედოფლის, ქეთევანის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს
მოსწავლეებმა მარიამ და ნუგზარ გუმბერიძეებმა, ნანა რაზმაძემ და დემეტრე ჩაფიძემ მთელი სერიოზულობით მოირგეს ქეთევან დედოფლის, იმამ ყული ხან უნდილაძის, მდივანბეგის, მთხრობელის როლები და კომპლექსურ დავალება საინტერესოდ დაასრულეს.
აქტივობამ ძალიან წარმატებულად და ნაყოფიერად ჩაიარა.
ისტორიის პედაგოგმა, ნანა მაისურაძემ მოსწავლეებს გაწეული შრომისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა თითოეულს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს