ქვიტირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
24-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. 

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„ძალიან ბედნიერი და ფერადი ვიყავი ჩემს „ყოჩაღებთან“ ერთად. ემოცია უზღვავი, მოლოდინი დიდი... ერთად შევაბიჯეთ ანბანეთის ცოდნის სამეფოში, ერთად ვივლით ანბანეთის სამეფოში, დავეუფლებით ცოდნის გასაღებს, რადგან ვიცით, თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203