გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
24-10-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, აქტივობებს თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, გაუწყინარის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგმა. მერაბ თოფურიამ, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩაატარა.

თამაშში VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა შესანიშნავად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, სამივე კლასმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. დაძაბულ თამაშში გამარჯვება, VIII კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203