პირველი მაისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს
24-10-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო საჩვენებელი გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა შორენა მიქელაძემმოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. ასევე, ასო-ბგერები ი და ა „გააცნო“.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო პირველსაწყისი „ანბანის შემობრძანება”. გაკვეთილში აქტუირად ჩაერთვნენ მშობლები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს