„საინტერესო მოგზაურობა წარსულში“- თბილისის N31 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა დედაქალაქის ისტორიული ნაწილი დაათვალიერეს
24-10-2022
თბილისის N31 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს საინტერესო გასვლითი აქტივობა ჩაუტარდათ. 

მათ იტალიური ენის პედაგოგის, ნანა ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით, ძველი თბილისი დაათვალიერეს და განსხვავებული თავლით აღიქვეს. მათ იტალიური არქიტექტურის კვალზეც ისაუბრეს. 

აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კლასის დამრიგებელი რუსუდან ფარცხალაძეა

„საინტერესო მოგზაურობა წარსულში, განსხვავებული თვალით აღქმული ძველი თბილისი, უცნობი და საინტერესო დეტალები.
ძველი თბილისის კულტურული სინთეზი, იტალიური არქიტექტურის კვალი. მრავალფეროვანი, შემეცნებითი, დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203