კორტანეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს ტყეში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
24-10-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სოფლის მახლობლად მდებარე ტყეში გასვლითი გაკვეთილი მოაწყვეს. 

გაკვეთილი საგან მე და საზოგადოებაში, პედაგოგ მადონა ლილუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა. 

მოსწავლეებმა წინასწარ შეადგინეს გამგზავრების გეგმა, ჩაინიშნეს თემში მოსმენილი ამბები, შეიმუშავეს ბუნებაში ქცევის წესები და დალაშქრეს „განიგზის“ მიდამოები, სადაც აღმოაჩინეს ასწლოვანი წაბლის ხე, რომლის გარშემოწერილობა 5 მეტრია.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„შთაბეჭდილებებით დატვირთულმა ბავშვებმა ნახატებში ასახეს დაუვიწყარი გაკვეთილი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203