„ჩვენ - ადამიანები და კლიმატის ცვლილება“- მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
24-10-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „ჩვენ - ადამიანები და კლიმატის ცვლილება“, პრეზენტაცია გაიმართა. 

მასში XI-XII  კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის პედაგოგ ირმა ჩალიგავას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ. პროექტის მიზანი კლიმატის მდგრადობაზე თემის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისაღწევ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა იყო. 

პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და მედანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოში დაირგო ხეები. ამ აქტივობაში მოწვეული სტუმრები, თემის საზოგადოება და მოსწავლე-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

„XXI  საუკუნეში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი აქტუალური, გლობალური პრობლემაა მსოფლიოში. ამიტომ კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრიორიტეტია.
ამ დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აღნიშნავს. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის მდგრადობას, ჟანგბადის ბალანსსა და სიცოცხლეს დედამიწაზე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203