„ჩვენ ვიზრდებით - რა გვეხმარება ზრდა-განვითარებაში?“- თბილისის N174 სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო აქტივობა 
24-10-2022
თბილისის N174 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის სიხარულით ერთვებიან.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, მანანა ივანიძემ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი აქტივობა შესთავაზა, რომლის თემაც - „ზრდა- განვითარება ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია, რა გვეხმარება ზრდა-განვითარებაში?“ იყო.

მოსწავლეებმა თემის ირგვლივ საინფორმაციო ბანერიც დაამზადეს და საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. აღსანიშნავია, რომ მეორე კლასელები აქტივობაში დიდი ხალისით იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203