იტავაზის საჯარო სკოლის 9 მოსწავლე „ეტალონმა“ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
24-10-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი 9 მოსწავლე მონაწილეობდა:

  • როლანდ ნადირაძე;
  • გივიკო შაორშაძე;
  • ლიზი შაორშაძე;
  • ლევან შაორშაძე;  
  • თორნიკე მეცხვარიშვილი; 
  • ანასტასია ჯაფარიძე;
  • ლუკა იაკობაშვილი;
  • ნინო შაორშაძე;
  • გურამ გოგობერიშვილი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203