წყალტუბოს N2 სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
24-10-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროგრამებსა თუ პროექტებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილეობდა, რომლის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ წარმოადგენს.
მოსწავლეებიდან ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებამ საბაზო საფეხურის თვითმმართველობის ხელმძღვანელი გიორგი მუშკუდიანი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული იყო.
„წარმატებულ პროექტებს ვუსურვებთ ჩვენს სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს