ირგანჩაის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატა კვარაცხელია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის XI ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა
24-10-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატა კვარაცხელია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის XI ყრილობაზე იმყოფებოდა. 

ის ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო სიტყვით მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ნატა კვარაცხელია შედეგსა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

„ძალიან საინტერესო სტუმრებით, საინტერესო და საქმიანი მოხსენებით და კრეატიულად დაორგანიზებული ყრილობის დამსწრე გახლდით. მადლობა სპმთპ-ის აწ უკვე ხელახლად არჩეულ ქალბატონ მაია კობახიძეს, პედაგოგთათვის გაწეული დახმარებისთვის და არანაკლები პრობლემების მოსაგვარებელი სამოქმედო გეგმით“,- წერს ნატა კვარაცხელია.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203