„შემოდგომის ფერები“ - იხტილის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
24-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-3 კლასში შემოდგომის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

ის სხვადასხვა აქტივობობით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროის შესახებ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

მესამეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

გაკვეთილს პედაგოგი ჟანნა ბახჩაგულიანი უძღვებოდა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203