ახალი სამგორის საჯარო სკოლაში „მწვანე ყუთები“ განთავსდა
24-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, ე.წ. „მწვანე ყუთები“ განთავსდა. 

ისინი სკოლას მაკულატურის მოსაგროვებლად გამომცლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობის საფუძველზე გადაეცა. 

მოგროვებული მაკულატურა პერიოდულად გაეგზავნება „პალიტრა L-ს" და ამგვარად მიღებული „ნერგების" (ქულების) სანაცვლოდ, სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცემა.

„ამ აქტივობის მიზანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება - გაუფრთხილდნენ ქაღალდს, რათა გადაარჩინონ ასეულობით ხის სიცოცხლე და ისწავლონ ნარჩენების დახარისხება მეორადი გადამუშავების მიზნით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203