ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში გაიმარჯვა
24-10-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო ილიმპიადა„მხიარიულ სტარტებში“ წარმატებას მიაღწია. 

ფინალში ის ხობის N1 სკოლას შეხვდა. ორივე სკოლის წარმომადგენლებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაშ გამარჯვება ჭალადიდის საჯარო სკოლამ ანგარიშით - 37-36 მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათი  სპორტის პედაგოგი პაატა ხვიჩიაა.

„ვულოცავ ჭალადიდს ჩემპიონობას“, - წერს პედაგოგი პაატა ხვიჩია.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203