ალერტკარის საჯარო სკოლის მომღერალთა ჯგუფმა - „ირისე“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იგალობა
24-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მომღერალთა ჯგუფი - „ირისე“ მოსალოცად წმინდა გიორგის სახელობის უგურყელის ეკლესიას ესტუმრა. 

მოსწავლეებმა ტაძარი დაათვალიერეს, წირვას დაესწრნენ, სანთლები დაანთეს და იგალობეს. 

ჯგუფის ხელმძღვანელი თინათნ ლაგვილავაა. სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდნენ მოსწავლეები მოსალოცად. გასვლითმა აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203