„ნარჩენების მდგრადი მართვა“- ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სკოლაში არსებულმა ეკოკლუბმა - „ეკოსპიკერი-2016“, ამავე სკოლის კურსდამთავრებული ლუი ავაზაშვილი მიიწვია. მან ლექცია „ნარჩენების მდგრადი მართვა“ გამართა.
ღონისძიებას IX, X, XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. შეხვედრა ტექნიკური პროგრამით სკოლის ი.ს.ტ-ის მასწავლებელმა დარეჯან იმერლიშვილმა უზრუნველყო.
ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელები არიან მასწავლებლები: ირინა დათუკიშვილი, მარინა ჭერაშვილი, ნინო ჟიჟაშვილი და ელიზა ქოჩორაშვილი.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორესურსი „1-ის ძალა“, რომელიც მთელი ლექციის მანძილზე ფიგურირებდა სხვადასხვა სიტუაციის განხილვისას“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: