უწერის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
24-10-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის ლამაზი და მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში შემოდგომისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ერთ-ერთი ოთახი სასკოლო საზოგადოებამ შემოდგომის ინსპირაციით მორთო, რამაც მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

საღამოზე ბავშვებმა ლექსები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს.

მრავალფეროვანი ღონისძიება თათარი მოდუღებითა და ჩურჩხელების ამოვლებით საზეიმოდ დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203