მატნის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელი ლილე მამუჩარაშვილი izrune.ge-მ დიპლომით დააჯილდოვა
21-10-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის ბეჯითი მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ ლილე მამუჩარაშვილი izrune.ge-მ დააჯილდოვა.

​ლილე აქტიურად არის ჩართული izrune.ge-ში, საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ მიღწეული წარმატებისთვის სკოლაში სპეციალური დიპლომი გადაეცა.

მესამეკლასელმა საზაფხულო პროექტში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, რისთვისაც ჯილდო დაიმსახურა.

„ვულოცავთ ლილეს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203