კვაცხუთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელმა, ანი მაჭანკალაძემ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევრები შექმნა
21-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო საგნებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლემ, ანი მაჭანკალაძემ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მცენარეთა თესლის გავრცელების ფორმებზე იმუშავა. მეხუთეკლასელმა ასევე სხვადასხვა მცენარეთა მაგალითზე საინტერესო ჩანახატები გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ანიმ საკუთარ ნამუშევარზე დიდი მონდომებით იმუშავა.