„შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ხე“- კვაცხუთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა გარემოსდაცვითი კამპანია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. პედაგოგები და მოსწავლეები საკითხს საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მაკულატურის შეგროვების კამპანია სლოგანით - „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ხე“ დაიწყეს.
მეოთხეკლასელებმა ქაღალდის დამზადების შესახებ
ვიდეორგოლი ნახეს, რომლის მიხედვითაც მაკულატურის შესაგროვებელი კონტეინერები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეგროვილი მაკულატურის ლიტერატურაზე გადაცვლას გეგმავენ, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ.
იხილეთ ფოტოები: