ყვარლის N1 საჯარო სკოლის ინიციატივით ინტერაქციული ხასიათის ლექცია ჩატარდა
11-04-2018
ილია ჭავჭავაძის  სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის  კლუბი „ილიელები“ უკვე 4 წელია სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. 

მხატვრული შემოქმედებითი სექცია აერთიანებს ორ ათეულ მოსწავლეზე მეტს. 

„ილიელების“ მოწვევით უნივერისტეტ „ჯიპას“ ლექტორმა და მედია-ექსპერტმა ზვიად ქორიძემ  თემაზე: „ილია და ლიბერალიზმი“ საჯარო ლექცია ჩაატარა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

ლექცია ილიას სახლ-მუზეუმის მცირე დარბაზში გაიმართა და ინტერაქციული ხასიათის იყო. 

ზვიად ქორიძეს მეგზურობას ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზდული ევროპარლამენტის წევრი, ნიკა გურინი უწევდა, რომელიც ყვარლის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203