ცხენთაროს საჯარო სკოლაში ეკოკლუბის - „მწვანე სკოლა“ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „მწვანე სკოლა“ შეიქმნა. 

კლუბის მიზანი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვაზე ზრუნვაა.

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე კლუბის წევრებმა მდგრადი განვითარების 17 მიზანი განიხილეს და ამ მიზნების მნიშვნელობა აუდიტორიას გააცნეს. მათ კლუბის სამოქმედო გეგმა დაისახეს და ფარული კენჭისყრით კლუბის ლიდერი აირჩიეს.
.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203