„შერჩეული ხართ საგნობრივი ექსპერტის თანამდებობაზე“ - შეტყობინება კანდიდატებმა მიიღეს
21-10-2022
განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტები უკვე შეარჩია.
კონკურსის შედეგად შერჩეულმა პირებმა უკვე მიიღეს შეტყობინება ცენტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„მადლობას გიხდით განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივ ექსპერტთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის.
გაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, თქვენი კანდიდატურა შეირჩა ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტის თანამდებობაზე. გისურვებთ შემდგომ წარმატებას“, - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც შერჩეულმა კანდიდატებმა მიიღეს.
საგნობრივი ექსპერტები შეირჩა შემდეგი ჯგუფების მიხედვით:
ა) სახელმწიფო ენა; ბ) მათემატიკა; გ) უცხოური ენები; დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები; ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ვ) ტექნოლოგიები; ზ) ესთეტიკური აღზრდა; თ) სპორტი; ი) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს