ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
21-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მოსწავლეებსა და პედაგოგებს არც ერთი სადღესასწაულო დღე არ ავიწყდებათ.
გამონაკლისი არც მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყოფილა, რომელიც სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
III კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ყვავილებით მორთულ გარემოში მესამეკლასელებმა მასწავლებლებს სიმღრები და ლექსები მიუძღვნეს. ბავშვებმა პედაგოგებს, რომლებსაც მათ სწავლა - განათლებაში დიდი ამაგი აქვთ მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს