ქვედა საქარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს
21-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა ნინო ჭურაძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.