„მე მიყვარს საქართველო“- იანეულის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო აქტივობა
21-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასში, დამრიგებლის ნათია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო აქტივობა - „მე მიყვარს საქართველო“, გაიმართა.
აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.