ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და დიპლომი გადაეცათ
21-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში ხშირად ერთვებიან.
მოსწავლეები ქეთევან ინასარიძე და ნიკა ზედგინიძე ვირტუალური საკვირაო პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებში და აქტივობებში მონაწილეობდნენ. ისინი მის მიმდინარეობაში აქტიურად, დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შედეგად კი „თანატოლ-განმანათლებლის“ წოდება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქათევან ინასარიძემ პროექტის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და დიპლომით დასაჩუქრდა.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს