ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
21-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელიწადის გამორჩეული სეზონის - შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.

ერთად შეკრებილმა მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათით ლამაზი კალათა შექმნეს. მოსწავლეებმა ბუნებაში გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბავშვებმა შემოდგომის ფოთლებშიც ითამაშეს და მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი წუთები შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ეს განსაკუთრებული „შემოდგომის ზეიმი“ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203