თელავის N5 სკოლის მოსწავლე გიგი ხუციშვილი კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
21-10-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებსა და კონფ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლა კიდევ ერთმა მოსწავლემ, მეშვიდეკლასელმა გიგი ხუციშვილმა ასახელა.

გიგი „უნილაბის“ კიბერლაბორატორიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპიუტერული
ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია Explorium - ექსპლორიუმის ორგანიზებით ჩატარებულ ვიზუალური პროგრამირების, მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 

გიგი ხუციშვილმა კონფერენციაზე ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გარემოში, Scratch-ში შექმნილი ციფრული პროექტი - „Jumping Game მოდელები“ წარადგინა.

გიგი ხუციშვილს და მის მენტორ მასწავლებელს, მარიამ ზაქარიაშვილს, კონფერენციაში პროექტების წარმატებულად წარდგენის დასტურად სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203