ტაბაკინის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა
21-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ყოველთვის მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „სასკოლო სპორტის კვირეულს“ შეუერთდნენ.

კვირეული 23 სექტემბერს სპორტულ გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტები“ გაიხსნა. 24 და 25  სექტემბერს მინი ფეხბურთი და კალათბურთი გაიმართა, მომდევნო დღეს მოსწავლეები ერთმანეთს ტომრითა და ლახტზე ხტომებში შეეჯიბრნენ. მოსწავლეებმა შემდეგ კეგლი და ორდროშობანა ითამაშეს. 28 სექტემბერს გაიმართა ფრენბურთი და „შვიდ ქვაობანა“. მომდევნო იყო სირბილში შეჯიბრი, წრეშიბურთისა და „შვიდქვაობანას“ თამაშები.

კვირეული 30 სექტემბერს დილის ვარჯიშების შესრულებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული თამაშებით მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრება გაიხალისეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203