თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ მოზაიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
21-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა თითოეულ წარმატებას საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით აცნობებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლის, მარიამ მოზაიძის პირველი პერსონალური გამოფენა შედგა. მოსწავლის გამოფენა ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლაში, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით მოეწყო.
გამოფენაზე მარიამის შესრულებული ფერწერული და კომპოზიციური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
მოსწავლის შემოქმედებამ, რომელსაც თელავის საკრებულოს წევრები, კულტურის სამსახური, ახალი შუამთის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, სასულიერო პირები, მოსწავლე-მასწავლებლები და ბევრი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების მომზადებასა და ორგანიზებაში მარიამის ხელოვნების მასწავლებლის განსაკუთრებული წვლილია აღსანიშნავი.