სამტრედიის N7 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
21-10-2022
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, მე-6 კლასში აქტივობა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს პროფესული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
აქტივობა მეექვსე კლასის პედაგოგის ეკა ლორიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს