მარაბდის საჯარო სკოლისთვის ინოვატორთა კლუბმა, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ინვენტარი შეიძინა
21-10-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის ინოვატორთა კლუბმა სკოლისთვის სკამები შეიძინა. 

სკამები, რომლებიც ინოვატორთა კლუბის ოთახში განთავსდება, გამოფენა- გაყიდვიდან შემოსული თანხით შეიძინეს. 

გამოფენა თბილისში, ალტეს უნივერსიტეტში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) მხარდაჭერით ჩატარდა. 

გამოფენა-გაყიდვის მიმდინარეობაში კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ. მათ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა და ყველა პროდუქტი გაიყიდა. 

შეძენილი ინვენტარი უკვე სკოლაში მიიტანეს. დირექცია მიესალმება მათ გადაწყვეტილებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203