წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს ზოოლოგიის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
21-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს საინტერესო გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

ისინი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ბიოლოგიის მასწავებელმა ნატალია მანდარიამ მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილი გამართა. 

მოსწავლეებთან ერთად, პროექტის - „პატრიოტი დიასპორელის“ ეგიდით მყოფი ახალი თანაკლასელი თევდორე მაისურაძეც იყოფებოდა. 

აღსანიშნავია, რომ მეშვიდეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათი კლასი დამრიგებელი თეა ბობოხიძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203